- ამ დილით, ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს. მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ გარდაცვლილს გულის პრობლემები ჰქონდა.
“გარდაცვლილი ამ დილით იპოვეს სკოლაში. შვილი ტელეფონზე ურეკავდა და არ პასუხობდა, რომ მიაკითხეს გარდაცვლილი დახვდათ. გამოძახებულ იქნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ… სკოლაში წლებია მუშაობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყველას დაგვწყვიტა გული.”
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.