წუხელ, ბოტანიკურ ბაღში, 12 მილიონიანი ტბა მოყინულა?


  • იუმორი არაა, გროტესკია! საღიმილოდ არ გვაქვს საქმე. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გუბეების?! არა, “ტბების ბაღად” აქცია ორი დღის წვიმამ. წუხანდელმა ყინვამ კი, ეს 12 მილიონიანი ტბები მოყინა.

ბოტანიკური ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით, ჩვენს წინა მასალებზე ერთმა მოქალაქემ ასეთი კომენტარი გააკეთა– “…12 მილიონად შესაძლებელი იყო უფრო მასშტაბიანი და შთამბეჭდავი დატბორვის მოწყობა…”-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ვფიქრობთ, ზუგდიდის ხელმძღვანელობამ უნდა განუმარტოს მოსახლეობას რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს არ გახლავთ მედიის მიერ თემის აკვიატება, ეს გახლავთ ნებისმიერი რანგის ზუგდიდელის ტკივილი და იმედია, ძალიან მალე ოფიციალურად დაიდება ექსპერტის დასკვნა იმაზე, თუ რა მოხდა და რა ხდება სინამდვილეში ბოტანიკურ ბაღში ისეთი, რომ მცირე ნალექმა, ქალაქის ცენტრში, ერთი დიდი ჭაობის შექმნის საშიშროება შექმნა და რა ღონისძიებები ჩატარდება მის გამოსასწორებლად. ვის, რა შეეშალა, ან შეეშალა კი?

დაუნახაობა და უმადურობა არ დავაბრალოთ ერთმანეთს,–იყო ჯაგნარი, გაიწმინდა… მაგრამ გაიწმინდა თუ გადაიჯიჯგნა? და თუ გადაიჯიჯგნა არაპროფესიულად, პასუხი უნდა აგოს მისმა “შემოქმედმა” და არ უნდა მოვისმინოთ და დავიჯეროთ  განმარტება: “ხეების ფესვები ან ჩაიწევს, ან ამოიწევს და ნიადაგიც შესაბამისად, ჩაიწევს, ამოიწევს და დატბორვაც ბუნებრივია”.

ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როცა მოქალაქეებს ქვეყანაში და ზუგდიდში ძალიან უჭირთ, 12 მილიონის უადგილო “ტბებში ჩაყრა” არ არის ჩასაღიმილებელი და მარტივად, სასხვათაშორისოდ სათქმელი: “ეს მოგვარდება”.

და კიდევ: უადგილოდ გაჩენილი ტბები და გუბეები, ბოტანიკურ ბაღში არსებულ ისტორიულ ნაგებობებს და არტ ფაქტებს ხომ არ უქმნის საშიშროებას?


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!