- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოს კვლავ ინდმეწარმე “თემური ქვარცხავა” მოემსახურება (მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მიმდინარე წელს, სხვა პრეტენდენტს ინდემეწარმე “თემური ქვარცხავას” გარდა მონაწილეობა არ მიუღია).
საწარმოს ხელმძღვანელმა თემურ ქვარცხავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, უფასო სასადილო, სოციალურად დაუცველებს, კვირა დღესაც მოემსახურება.
უფასო სასადილო მიმდინარე წელს 280 ბენეფიციარს მოემსახურება. სახელმწიფოს წელიწადში, თითოეული მათგანის “დაპურება” 53. 82 დან 68.64 ლარი უჯდება.
მიმდინარე წელს სასადილოს მომსახურებაზე დაიხარჯება 158.216.80 ლარი.
უფასო სასადილო 11.00-საათიდან 14.00- საათამდე მუშაობს.