- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება “ერთად დავიცვათ გარემო”.
ღონისძიება გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილი დაეთმო ჟურნალ “ველური ბუნების” პრეზენტაციას, მეორე ნაწილი “ჯადოსნურ ზღაპარს”.
ღონისძიების ორგანიზატორმა ზეინაბ მორგოშიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრით, პოპულარიზაცია გაუწიეს ბეჭდვურ მედიას და ბიბლიოთეკას. “ჯადოსნურ ზღაპარში” ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და ბაღის ერთი აღსაზრდელი. ბიბლიოთეკა, როგორც კულტურის კერა, მუდმივ მზაობას გამოთქვამს საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, იყოს ჩართული ჩვენი ერის კულტურულ განვითარებაში. ჩვენ მუდმივად ვართ მზად, გამოვეხმაუროთ ყველა იმ თემას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აწუხებს”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.