- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების პროტესტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ ზუგდიდში. მათ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ, სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და სკეიტ პარკის შესასვლელთან დატოვეს წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც“, „პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა“ და “სისტემა კლავს”.
მოგვიანებით კედელზე გაკეთებული საპროტესტო წარწერები წაიშალა.
თბილისში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის კედელზე გაკეთებული ფრაზაც ეს იყო: “ამ ცხოვრების დედაც”.