გაიმართა ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა


  •  დღეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ქალაქ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.

ქალაქის გენგეგმა “არტსტუდიო პროექტმა” შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ახალი ზონირება, ხიდების მშენებლობა, ველოტრასის განსაზღვრა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ქალაქის საზღვრების დადგენა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა, სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება, ქალაქის დეცენტრალიზაცია, სანაპირო ზოლის განვითარება, საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა, საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერი გიორგი შენგელია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!