საახალწლო საჩუქრები ბენეფიციარებისთვის


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განმარტებით, ერთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 70 ლარია.

გოგი რევია: “ტრადიციულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს ერთ-ერთ სოციალურ პროგრამას, ეს არის პროდუქტების მიწოდება საახალწლოდ სოციალური ჯგუფებისთვის. საახალწლო, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: უფასო სასადილოს და  სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს, ომის მონაწილე ვეტერანებს და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს. სასაჩუქრე კალათა განსაზღვრულია 550 ოჯახისთვის. პაკეტში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, ქათამი, კვერცხი, ფქვილი, კანფეტი ხილის, ნამცხვარი ვაფლის, ლიმონათი, ზეთი, თაფლი და ბურღულეული. პროდუქტები მოთავსდება სპეციალურად დამზადებულ ჩანთებში. სატენდერო თანხამ შეადგინა 32 ათასი ლარი”.

საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, თვის ბოლომდე დაურიგდებათ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!