არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მომხდარა, არსებობს და მომავალშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
1. არაბეთის ნახევარკუნძულზე ხარობს მცენარე, რომელსაც ”სიცოცხლის ყვავილს” ეძახიან. მის თესლს შეუძლია ადამიანს უმიზეზოდ სიცილი დააწყებინოს. შეტევა 30-35 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ადამიანს ეძინება. აღნიშნულ თესლს ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს.
2. ახალდაბადებული ჟირაფის სიმაღლე 183 სმ-ია. ზრდასრული მამრი ჟირაფი კი – 5 მეტრი და 80 სმ-ია, მდედრი – ოდნავ დაბალი – 5 მეტრი და 19 სანტიმეტრი. ჟირაფის კისერი 7 მალისაგან შედგება. ამდენივე კისრის მალა აქვს ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს.
3. რომში არის ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, რომელიც დაიდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 81 წელს. მის სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს. მაგრამ ზოგი მათგანი ახლოსაც არ ეკარება და არც მის ქვეშ გაივლის. ეს სტუმრები არიან ებრაელები. ტრიუფალური თაღი ააგეს რომაელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და იუდეველთა აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად.4. ყველაზე სასარგებლო ანდერძი ცხოველებისათვის. კინოპროდუსერმა, მილიონერმა როჯერ დორკასმა თავისი 65 მილიონიანი ქონება საყვარელ ძაღლს – მაქსიმილიანს – დაუტოვა. სასამართლომ ძაღლი იურიდიულ პირად ცნო და ქონებაც გადაულოცა. დორკასმა ცოლს მხოლოდ 1 ცენტი დაუტოვა. ქალმა ეშმაკობა იხმარა და ცოლად გაჰყვა მდიდარ ძაღლს, რომლის სიკვდილის შემდეგ მილიონერი გახდა. (ნეტა პირველი ღამე როგორი ქონდათ?)
5. XIX საუკუნეში შოტლანდიის ქ. კილმარნოკში მცხოვრებმა მაღაზიის მფლობელმა ჯონი უოლკერმა 4 სხვადასხვა სახის ვისკი და ჩაის ნაყენი ერთმანეთში გადაურია და თავისი საფირმო ვისკი გამოუშვა. ეს ვისკი დღესაც პოპულარულია მსოფლიოში.
6. ფუტკარი წითელ ფერს ვერ არჩევს. ის მას მუქ ნაცრისფრად ან შავად აღიქვამს. ქათმები ცისარტყელას ყველა ფერს არჩევენ. კატა ფერებს ვერ არჩევს, ყველა ფერს ნაცრისფრად ხედავს. მაიმუნი კი არაჩვეულებრივად აღიქვამს ფერებს.
7. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, როდესაც ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა ვაზი დარგო, სატანამ მის ფესვებში ცხვრის, ლომის, მაიმუნის და ღორის სისხლი დაუსხა.
8. ნილოსის სანაპიროები მდიდარი იყო ხუთმეტრიანი სიმაღლის პაპირუსის ტყეებით. ეგვიპტელები პაპირუსის წებოვან გულს გრძელ ზოლებად ჭრიდნენ და ერთმანეთთან მჭიდროდ აწყობდნენ. ზევიდან ასეთივე ზოლებს გარდიგარდმო დაადებდნენ და სიმძიმით დაწნეხდნენ. წნეხისა და წებოვანი სითხის მოქმედების შედეგად პაპირუსი თხელ, ერთიან და თანასწორზედაპირიან ”ფურცლად” გადაიქცეოდა. წნეხის სისტემის გამოყენებით ამ ”ფურცლებს” ერთმანეთზე გადააბამდნენ და გრაგნილად აქცევდნენ. დაწერილი ტექსტების შესატყვისად, პაპირუსის გრაგნილები სხვადასხვა სიგრძის იყო. ჩვენამდე მოღწეულ გრაგნილებს შორის ყველაზე გრძელი 45 მეტრისაა. ეგვიპტელთა იეროგლიფური დამწერლობა 750 ნიშანს ითვლიდა.
9. 1952 წლის 14 ოქტომბერს უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით იოსებ სტალინი.
10. ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ტბა, რომელშიც წყალი 11-ჯერ მლაშეა, ვიდრე ზღვაში, ამიტომ იგი მხოლოდ მინუს 50 გრადუსსზე იყინება.
წყარო