- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში გაიმართა სამკითხველო დარბაზის განყოფილების ორგანიზებით ტერენტი გრანელის საღამო “სადღაც სდუმს მთები”.
პოეტის ლექსები გააჟღერეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა: მარიამ ნარმანიამ, დათა შედანიამ და ბუკა აბსანძემ. მუსიკალურად აფორმებდა საღამოს გიორგი ქირია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდა პოეტები და მოწვეული სტუმრები.