“თანაზიარმა” პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა


  • დღეს, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარმა” პროექტის “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის” შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

“თანაზიარის” ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში, განხოციელებულ პროექტებზე და აქტივობებზე. მისი განმარტებით, პროექტს ჰქონდა სპეციფიკური მიზნები: დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება, ყოფილ პატიმართა პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახის წევრთა პროფესიული და შრომითი უნარების ჩამოყალიბება.

პროექტის სამიზნე ჯგუფები იყვნენ: ყოფილი პატიმარი, პატიმართა ოჯახის წევრი და პრობაციონერები. პროექტი განხორციელდა ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში და სამეგრელო ზემო-სვანეთში.

პროექტის მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!