- აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარეს.
ისინი ამბობენ, რომ აქ იქნებიან მანამ, სანამ არ მიაღწევენ მიზანს და არ შეიცვლება წინასწარ დაანონსებული საარჩევნო სისტემა.
აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის მოთხოვნა რადიკალურია-გადადგეს მთავრობა და შეიქმნას გარდამავალი ხელისუფლება, რომელიც უხელმძღვანელებს ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
პარლამენტის წინ აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც მთავრობამ წინასწარ დადებულ პირობაზე, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, უარი განაცხადა.