პარლამენტთან ხმაურით ხვდებიან იმ დეპუტატებს, ვინც ხმა არ მისცა არჩევნების პროპორციულ სისტემას.
დეპუტეტებს შორის, ვინც არ შეუშვეს პარლამენტში მოხვდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიი მერაბ ქვარაია. მის გამოჩენას ხმაურით შეხვდნენ აქციის მონაწილეები და მას „მონა“, „ბიძინას გოშია“ და „ვირთხა“ ეძახეს.
სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.
პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა წუხელ, ,,ევროპული საქართველოს”
ლიდერების მოწოდებით.