განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა


  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ბრძანებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელს აწერს.

მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.

2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + twenty =

Akismet ანტისპამი