სასახლელების წარმატება საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” თეატრალურმა დასმა “შთამომავლები,” (რეჟისორი ნონა ტოტოჩავა) მუსიკალურმა კვარტეტმა “ფენიქსი” (ხელმღვანელები ზურაბ კანკია) ანსამბლ “რეტროს” სოლისტმა ლუკა მებონიამ (ხელმძღვანელი ნანა ნოდია) და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ჯანსუღ ჭურღულია), სომხეთის ქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალ “Armenian Global Art-Fest”-ზე მიიღეს მონაწილეობა და წარმატებას მიაღწიეს.

კონკურს-ფესტივალი ,,STUDIAN”-ის ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურს-ფესტივალზე თეატრალურმა დასმა “შთამომავლები” პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. დასის წევრებმა რამდენიმე ნომინაციაშიც გაიმარჯვეს: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი-აკაკი კვარაცხელია, საუკეთესო მსახიობი ქალი-კესო ფირცხელავა, ხოლო საუკეთესო რეჟისორი – ნონა ტოტოჩავა.

პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: კვარტეტ “ფენიქსის” წევრები და ზუგდიდელი მხატვრები.

პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ანსამბლ “რეტროს” სოლისტმა ლუკა მებონიამაც.

სომხეთში მონაწილეების გამგზავრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მოხდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!