“ნახატები ბიბლიურ თემებზე”-მეორე ტური


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის იონა მეუნარგიას სახელობის დარბაზში გაიმართა ხატვის კონკურსის-“ნახატები ბიბლიურ თემებზე” მეორე ტურის ნამუშევრების შეფასება.

კომპეტენტურმა ჟიურიმ (დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია; ზამირა ღადუა-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური, ეკატერინე კიფაია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე, ელენე ფიფია-მხატვარი, მარინა ქარდავა-ხელოვნების პედაგოგი, აბელ კალანდია-ზუგდიდის არტ-გალერეას ხელმძღვანელი) შეაფასა მეორე ტურში მონაწილე 21 კონკურსანტის ადგილზე შესრულებული ნამუშევარი, კერძოდ, შერჩეული ადგილები ბიბლიიდან: სამყაროს შექმნა, ედემის ბაღი და ნათლისღება.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სამივე ასაკობრივ ჯგუფში.

ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 21-ვე მონაწილე დაჯილდოვდება კონკურსში მონაწილეობისათვის.

ფინალისტებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 18 =

Akismet ანტისპამი