5 მუსიკოსი, რომელიც პაპარაცებს ფიზიკურად გაუსწორდა


  • ცნობილი მუსიკოსების ცხოვრების დეტალები მუდმივი განხილვის საგანია. თაყვანისმცემლები ინტერესდებიან, სად საუზმობს ესა თუ ის არტისტი, ვის ხვდება, რა აცვია და ა.შ. ამ ინფორმაციის მიღებაში მათ პაპარაცები ეხმარებიან, რომლებიც კამერამომარჯვებულები ყოველ კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფრებული.

სტატიაში 5 შემთხვევის შესახებ მოგითხრობთ, როდესაც მუსიკოსები აბეზარი პაპარაცების დანახვამ ისე გააღიზიანა, რომ წყობიდან გამოსულები ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. 

ბიორკი

პოპულარული ისლანდიელი მუსიკოსი, ბიორკი 1996 წელს შვილთან, სინდრისთან ერთად ტაილანდს ესტუმრა. აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ. ერთ-ერთი  მათგანის, ჯული კაუფმანის უწყინარმა სიტყვებმა-“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბანგკოკში” არტისტი წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით ბიორკმა მოიბოდიშა და აგრესიის მიზეზად ემოციური გადაღლა დაასახელა. დაზარალებულს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კრის მარტინი  

2008 წელს პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენი, კრის მარტინი და მისი მაშინდელი ცოლი, მსახიობი გვინეტ პელტროუ პაპარაცებმა ნიუ იორკში, ერთ-ერთი საავადმყოფოს დატოვებისას დააფიქსირეს. კრისი ფოტოგრაფების დახვედრამ ისე გააბრაზა, რომ ერთ-ერთი მათგანი ძირს დააგდო, კამერა წაართვა და მიაძახა-“მოშორდი აქედან და მეტი პატივისცემა გამოიჩინე”. კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ პაპარაცები მუსიკოსს ავტომობილის დაზიანებით დაემუქრნენ და ისიც იძულებული გახდა, ფოტოაპარატი დაებრუნებინა.

კეი ქეი

ბრიტანული ჯგუფის, Jamiroquai-ის ფრონტმენი, ჯეი ქეი პაპარაცების ყურადღებას არაერთხელ გაუღიზიანებია, თუმცა, 2006 წელს ლონდონში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დატოვებისას, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მუსიკოსი ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების დანახვამ ისე გააბრაზა, რომ მათ მაიმუნები უწოდა, ერთ-ერთ მათგანს, ალან ჩეპმენს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა და სათვალეც გაუტეხა. საბოლოოდ, ინციდენტი არტისტის დაკავებითა და პოლიციის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდა.

ქანიე ვესთი

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთს პაპარაცებთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ინტერნეტში არაერთი ვიდეო მოიძებნება, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ აღიზიანებს მას კამერების ყურადღება. 2008 წელს ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ქანიე დააკავა. გამოცემა TMZ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არტისტი და მისი მცველი, დონ ქროული ერთ-ერთ პაპარაცის თავს ესხმიან, კამერას ართმევენ და უმტვრევენ.

ბრიტნი სპირსი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი 2007 წელს პაპარაცების გაათმაგებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ფსიქორეაბილიტაციის ცენტრებში ხშირი სტუმრობის გარდა, ის ყოფილ ქმარს, კევინ ფედერლაინს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში ედავებოდა. თავგადაპარსული მომღერალი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე შენიშნეს. ფოტოგრაფების ყურადღებით გაღიზიანებული არტისტი მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანის, დენიელ რამოსის ავტომობილს ქოლგით ხელში დაესხა თავს. მანქანის დაზიანებასთან ერთად, ბრიტნი ფიზიკურად თავად პაპარაცისაც გაუსწორდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, დენიელმა თავდასხმის იარაღი-ქოლგა აუქციონზე გაყიდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!