თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებაში პრობლემებია


  • დღეს, ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებაში, იმყოფებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებმაც ჟურნალისტებს უჩვენეს დასახლებაში არსებული მძიმე პირობები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დაპირებას არ ასრულებს. “შუალედური არჩევნების დროს, მერი გიორგი შენგელია პირადად იყო მოსული ამ ადამიანებთან, რომელიც დაპირდა დახმარებას და მათი პრობლემების მოგვარებას. თითქმის ყველა კორპუსში გახეთქილია კანალიზაცია. არის ანტისანიტარია. აწვიმს კორპუსებს. დაზიანებულია შენობები, რამდენიმე შენობა არის ავარიული. მიუხედავად იმისა, რომ გეგა შენგელია მათ დაპირდა ამ პრობლემის მოგვარებას, ხმის მიცემის სანაცვლოდ,  მას შემდეგ, რაც ის აირჩიეს მერად, ექვსი თვეა ამ ხალხმა ვერ მოახერხა ამ ადამიანთან შეხვედრა.”

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა, ნენე სიჭინავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, რამდენჯერმე მიმართეს მერს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. “გვეგონა ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნებოდა, მაგრამ… ახლა, ვითხოვთ, საარჩევნოდ, რასაც დაგვპირდნენ, იმის მოგვარებას”.

საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს:” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებიდან წამოჭრილ საკითხებზე ოფიციალური მომართვა ამ დრომდე არ ყოფილა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის 17 სხვადასხვა სახის პროექტია განხორციელებული. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, დევნილებს შექმნილი ამხანაგობის საფუძველზე, შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტი ხარჯთაღრიცხვით და მერია პროექტის ღირებულების 90 პროცენტს დაუფინანსებს. ამ პროგრამის შესახებ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა დევნილებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად გავაცანით ეს პროგრამა. მათ აქვთ ინფორმაცია, ამის შესახებ და შეუძლია ისარგებლონ ამ პროგრამით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!