თამუნა ლილუაშვილის მორიგი წარმატება


  • “რიბი-რაბოს” და ანსამბლ “გინცი”-ს წამყვანმა სოლისტმა, ზუგდიდელმა თამუნა ლილუაშვილმა, ამერიკაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ “ნიუ იორკის მარგალიტ 2019”-ში გაიმარჯვა და გრანპრი მოიპოვა. ინფორმაციას, მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“გავიმარჯვეთ. ავიღეთ გრანპრი, 1 ადგილი, ორ ქვეყანაში მოწვევა: იტალიაში და რიგაში, ნუ ყველაფერი წამოვიღეთ რაც კი იყო კონკურსში. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო გელაშვილს, რომელმაც საშუალება მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ ძალიან მაგარ ფესტივალზე “ნიუ იორკის მარგალიტი 2019″. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო მამფორიას, ჩემი ცხოვრების 14 წელს, რომელიც ყოველთვის ყველგან ჩემთან არის და ჩემთან ერთად იზიარებს ჩემს წარმატებებს, რომლის გარეშეც ვერ გავცდებოდი საზღვარს და ვერ მივაღწევდი ასეთ წარმატებებს. მადლობა ქალბატონ თამრიკო ღოღობერიძეს ფესტივალის ორგანიზატორს. მადლობა ყველას ვინც სულმოუთმენლად ელოდით ჩემგან ახალ კარგ ამბავს. არაფერია იმდენად საბედნიერო, როცა შენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობ. ჩვენ ეს შევძლით we are the champion guys”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!