- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ, უმცროსკლასელთა კლუბის (ხელმძღვანელი ნათია როგავა) პროექტებში:
“ჩვენ ვკითხულობთ” და ინტელექტუალური თამაშის “ჭკუის კოლოფი” გამარჯვებული გუნდებისათვის (ყულიშკარის ს/სკოლის გუნდი “ნიკე” და “ლილე”, მ/ა განვითარების სასახლის გუნდები: “სრა” და “სასახლე”, X ს/სკოლის გუნდი “ნათლის ებგური”) მოაწყო ექსკურსია ვარიანში-იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
მოსწავლეები დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს-“იაკობობა”. გორში დაათვალიერეს ი. სტალინის სახლ-მუზეუმი.