- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში სასოფლო და საქალაქო ბიბლიოთეკების თანამშრომლებისათვის სასწავლო ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
სემინარს უძღვებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა გვარამია. სამუშაო პროცესი მოიცავდა შემდეგ საკითხს: კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა. შეხვედრის მონაწილეებს, აბონემენტის განყოფილების უფროსმა ინგა ქარჩავამ, წარუდგინა მასობრივი ღონისძიების პროექტირება. გაიმართა დისკუსია, პრეზენტაციის მასალები მიეწოდა ყველა მონაწილეს.
ქსელის თანამშრომლებს სხვადასხვა საკითხებზე მეთოდური რეკომენდაციები მიაწოდეს: მეთოდური განყოფილების უფროსმა დარეჯან გარდავამ და ლიტერატურის დამუშავებისა და დაკომპლექტების განყოფილების უფროსმა ლარისა როგავამ.