- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა ლიტერატურული ფენმარათონის “სარკმელი 2019-შეკვეთილი” დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში:
,,ყველაზე კრეატიული ნაშრომი”-ეტი მესხია (X საჯარო სკოლა), გიორგი სანიკიძე (აფხაზეთის I საჯარო სკოლა).
,,საუკეთესო ჩანახატი”-მარიამ კუტალია (X საჯარო სკოლა), ლიზი პაჭკორია (აფხაზეთის I საჯარო სკოლა), ნინო ლომჯარია (ოზურგეთის მე-5 სკოლა).
,,საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ”-კესო ქადარია (X საჯარო სკოლა).
,,საუკეთესო რეპორტაჟი”-ნინო წიფურია (X საჯარო სკოლა), ნინო კაკულია (აფხაზეთის I საჯარო სკოლა).
,,საუკეთესო ლექსი”-ბელა კილასონია (მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი).
,,PEN – მარათონის მთავარი პრიზი” – ლუკა ბასიშვილი (მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი), ფენმარათონის ყველაზე პატარა მონაწილე.
“კეთილი სურვილები”– ანასტასია ჭიჭილეიშვილი (ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია”).
“შემოქმედი მშობელი” – ირმა გეგეჭკორი.
,,საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული”-ლიკა ჭანტურია ( შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი).
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები, მარათონის ყველა მონაწილეს კი, სიგელები საინტერესო შემოქმედებითი და ჟურნალისტური ნამუშევრისათვის.
ფენ-მარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლისა და ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის” შემოქმედი მოსწავლეები, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროექტის ,,რეპორტიორი სკოლაში” მსმენელები.
ფენ-მარათონის ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.