ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩება


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბაღის გახსნამდე, რამდენიმე კვირით ადრე, “ზუგდიდელებმა”, დაათვალიერა ტერიტორია.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ბოტანიკური ბაღში, მთელ პერიმეტრზე, შეიცვალა ღობე, დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები, გაყვანილია სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემა. დასრულდა მებაღის სახლის, დამხმარე ნაგეობების, ორანჟერეას, საზოგადოებრივი საპირფარეშოების, დაცვის და სალარო ჯიხურების მშენებლობა და ტბორების მოპირკეთება. ეტაპობრივად, ირგვება ახალი მცენარეები.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი ლაგვილავას თქმით, ბოტანიკურ ბაღში ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. “ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ფილების მოპირკეთება, ცენტრალური ბილიკის სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. ბოტანიკური ბაღის მთელ ტერიტორიაზე დაიდგა სკამები, განთავსდა ნაგვის ურნები. დამონტაჟდა გარეგანათებები”.

ბოტანიკური ბაღი ნოემბერში გაიხსნება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!