ზუგდიდში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში ახალგაზრდული ფესტივალი “თანატოლები თანასწორობისთვის” გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა: სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, ინტელექტუალური თამაშები, სახეების მოხატვა, კაცების კულინარიული შეჯიბრი, ხელნაკეთი ნივთების და ფლორისტების გამოფენა. ბოლოს გაიმართა კონცერტი.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია “ათინათის” პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ასოციაცია “ათინათის” აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს ინფორმაცია სწორი ფასეულობების შესახებ. “პროექტში მესამე წელია ვთანამშრომლობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად. მოვიცავით ზუგდიდისა და ფოთის 20 სკოლის 500-ზე მეტი ახალგაზრდა. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდებს გავუღრმავოთ პასუხისმგებლობა, რომ გაიზარდონ პასუხისმგებელი მოქალაქეები, ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ,  მივაწოდოთ ინფორმაცია მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. სიმბოლურია ისიც, რომ ფესტივალი  დაემთხვა გოგონების დღეს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭირონ გოგონებს, ხელი შეუწყონ მათ განვითარებაში, გაძლიერებაში, რომ მათ ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიონ და აშენონ ისეთი მომავალი როგორსაც ისინი ნატრობენ და ოცნებობენ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!