შეხვედრა საბიუჯეტო თემებთან დაკავშირებით


  • დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა.  მათ გამოჰყვეს რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც შეიმუშავებენ  2020 წლის საპროექტო, საბიუჯეტო წინადადებების სახით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად. დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა: “2020 წლის ბიუჯეტი 15 ნოემბერს წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს, მანამდე კი არასამთავრებო ორგანიზაციები, სამოქალაქო პირები და საზოგადოებრივი ჯგუფები ცდლობენ, მოახდინონ საკითხების იდენტიფიცირება, რომ შევაჯეროთ ყველა ის საკითხი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოგეხსენებათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებთან დიალოგის გზით, ახდენენ ამ საკითხების იდენთიფიცირებას. კონკრეტულად ეს საკითხებია, თვითმართველობაში ადმინისტრაციული შენობები, რომლებიც მოითხოვენ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას, ბაღების ინფრასტრუქტურა და ბაღების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის, აგრეთვე  საკითხები ეხებოდა მოხუცთა თავშესაფარს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანთა პრობლემის მოგვარებას.”

შეხვედრის მიზანი იყო ხელი შეუწყოს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული 2020 წლის ბიუჯეტის ოპტიმალურ დაგეგმვას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!