რომელი პროდუქტების ერთად შენახვა არ შეიძლება და რატომ


  • პროდუქტების სამეზობლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. გარკვეული ხილი და ბოსტნეული მომწიფების პროცესში გაზებს გამოყოფენ, რომლებმაც მეზობლად მდებარე პროდუქტებზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიონ. ნახეთ, რომელი პროდუქტების ერთად შენახვა არ შეიძლება და რატომ.

ბოსტნეული და რძე: რძის პროდუქტები შენახვის დროს გაზს გამოყოფენ, რომლებიც ახალ ბოსტნეულს ამჟავებენ, შედეგად ბოსტნეული ფუჭდება და ლპება. ამის თავიდან ასაცილებლად რძის პროდუქტები მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. სჯობს რძის პროდუქტები მაცივრის ზედა თაროზე შეინახოთ, ხოლო ბოსტნეული – ქვედა თაროზე.

თევზი და ხორცი: თევზის და ხორცის, როგორც ნედლი, ასევე მზა სახით ერთ თაროზე შენახვა არ შეიძლება, საყინულეშიც კი. ერთადერთი შემთხვევა, როცა მაცივარში ამ პროდუქტების მეზობლობა დასაშვებია – კონსერვების, პაშტეტების ან ძეხვის თავდახურული შეფუთვით შენახვა. თევზის და ხორცის პროდუქტების ერთად შენახვა გემოს და არომატის ცვლილებას იწვევს, განსაკუთრებით ხორცის გემო იცვლება.

კიტრი და პომიდორი: როგორც ხილის უმეტესობა, პომიდორი გაზს, ეთილენს გამოყოფს, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის მომწიფებას აჩქარებს. ეთილენის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე კიტრი მისგან უნდა დაიცვათ. სჯობს კიტრი პომიდვრისა და ხილისგან მოშორებით პოლიეთილენის პარკში შეინახოთ.

ვაშლი და ფორთოხალი: ვაშლი და ფორთოხალი ერთმანეთის მეზობლობას ვერ იტანენ. მცირე დაშორების დროსაც კი მომწიფების პროცესს უშვებენ და შედეგად, ორივე ლპება. ვაშლი სჯობს მაცივარში ან პაკეტში შეინახოთ. ფორთოხალი ვაკუუმს ვერ იტანს, ასეთ შემთხვევაში ობით იფარება. სწორედ ამიტომ, ფორთოხალი ბადეში ან ხილის კალათაში შეინახეთ.

ბანანი: ბანანს ცალკე კატეგორია ეთმობა, რადგან მას შენახვის მოკლე ვადა აქვს. ბანანიც ეთილენს გამოყოფს, ამასთან როგორც სხვა ხილს, ასევე საკუთარ თავს აზიანებს. სწორედ ამიტომ, ის სწრაფად მწიფდება და ფუჭდება. ბანანი გადამწიფებისგან რომ დაიცვათ, შემაერთებელი ყუნწი მოაშორეთ და ნაწილი მაცივარში შეინახეთ, რომ გამოყენების ვადა გაახანგრძლივოთ. მაცივარში არსებული პროდუქტები ეთილენისგან რომ დაიცვათ, ბანანის ყუნწს საკვები ცელოფანი ან ფოლგა შემოახვიეთ.

კარტოფილი და ხახვი: მზა სახით კარტოფილი და ხახვი ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის, თუმცა სჯობს ცალ-ცალკე შეინახოთ. კარტოფილით სავსე მთელი ყუთი შეიძლება „აყვავილდეს“, თუ მასთან ერთად რამდენიმე ხახვს შეინახავთ. კარტოფილი მშრალად და ცალკე შეინახეთ. ხახვი შეგიძლიათ ნიორთან ერთად შეინახოთ, თუ ისინი ფურცლები დაფარული იქნებიან და ჰაერთან წვდომა ექნებათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!