„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019″


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019″ გაიმართა.

ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, რუხი მოლის ტერიტორიაზე, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ უმაღლესი სასწავლებლებლები, რომლებმაც წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად  გაბისონია. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, 300-მდე ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან მეცნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზაალ ქორთუა. “დღეს განსაკუთრებული დღეა. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი პირველად ტარდება ზუგდიდის ისტორიაში. დღევანდელი დღე, ალბათ, ოქროს ასოებით ჩაიწერება.”

ფესტივალს ბენდ “New One-“ის კონცერტი დახურავს.

2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!