- ანაკლიაში, კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი, “ანაკლია 2019” დღეს გაიხსნა.
ფესტივალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალის მონაწილეებმა ჩერქეზი ხალხის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ფესტივალზე “ანაკლია 2019” გამოიფინა ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის (აშშ) ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.
კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, ასევე, პირველად კავკასიური თავსაბურავების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო კავკასიის ხალხთა მამაკაცის და ქალის თავსაბურავები.
ფესტივალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად, საზოგადოებრივი ურთიერთობების სააგენტო “პროფილთან” პარტნიორობით ატარებს.