გარემოსდაცვითი დემოკრატია-ადამიანის უფლებები და ვალდებულებები


  • დღეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: გარემოსდაცვითი დემოკრატია-ადამიანის უფლებები და ვალდებულებები.

შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებზე და მის ხელმისაწვდომობაზე, ორჰუსის კონვენციაზე, საზოგადოების მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვით შეფასების გზებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ნინო გოხელაშვილმა “ზუგდიდელებთან” განაცხადა: “ტრენინგი ეხებოდა ორჰუსის კონვენციის პრინციპებს. ეს გახლავთ, გაეროს ევროპული ეკონომიკური კონვენცია.  მიზანი არის ამ კონვენციის, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში. მსგავსი ტრენინგები ტარდება საქართველოს რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია გარემოს შესახებ. რა შემთხვევაში ირღვევა მისი უფლებები. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ძირითადი პრინციპი ის არის, რომ მთავრობა ვერ დაიცავს გარემოს, ეს უნდა მოხდეს ერთობლივად”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!