- დღეს, ზუგდიდში, ერთი, მასზე ძალიან შეყვარებული ზუგდიდელის გარეშე გათენდა,-ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ზუგდიდისა და ქვეყნის მაჯისცემას მიყურადებული ადამიანი, წლების მანძილზე, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის მზრუნველი ქალბატონი, როზა ჯიქია.
ყველგან, სადაც მოღვაწეობდა და რასაც აკეთებდა, შესაშური გულისხმიერებით, გემოვნებით და ერთგულებით. ძალიან ბევრი ადამიანის თანამდგომი და გზის გამკვალავი იყო, თაობების მაგალითი, ქალაქის კოლორიტი, ორიგინალური ხედვებით, შეუვალი ხასიათებით და ჯანმრთელი იუმორით.
ქალბატონი როზა, მისი ვაჟკაცური შემართება, მისი ფესვიანი სიტყვა, დააკლდება არამარტო მის ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს, არამედ იმ ზუგდიდელებსაც, ვინც მას არც იცნობდა, რადგან გახლდათ სწორედ ის ადამიანი, ვისაც შეეძლო უცნობისთვისაც კეთილად ერჩია და საქმეში ხელი მოემართა.
არდავიწყება და სასუფეველი მას.
“ზუგდიდელები”, ზუგდიდელების სახელით
ღმერთმა ნათელში ამყოფოს,მართლაც ძვირფასი ქალბატონი დააკლდა ზუგდიდს???