ყურადღება-საზოგადოებრივი საპირფარეშო!


  • ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ერთადერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო ფასიანია,-30 თეთრი ღირს. დილის 8 საათიდან, საღამოს 10 საათამდე მუშაობს. როგორც გავიგეთ,  სკვერში ხალხმრავლობისას, უფრო გვიანობამდე რჩებიან. რადგან ეკლესია ახლოსაა, თურმე, სადღესასწულო დღეებში  და ღამისთევით ლოცვებზე, საპირფარეშოს მომსახურე პერსონალიც ათევს ღამეს, რომ მოემსახურონ მრევლს.

საპირფარეშოში, ერთი შეხედვით, სისუფთავეა, მაგრამ შესვლისთანავე, იგრძნობა მძაფრი სუნი. არ მუშაობს უნიტაზის ჩასარეცხი, მართალია, მოქალაქეებისთვის, ჩასარეცხად წყლით სავსე ვედროები დგას, მაგრამ ეტყობა, არც მომსახურე პერსონალი  და არც მოქალაქეები არ ზრუნავენ “ცოტა მეტს” უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ადგილზე მისულებს, საპირფარეშოში, ქალბატონი მზია ჭკადუა დაგვხვდა. გვითხრა, რომ ის დროებითაა და ცვლის შტატში მომუშავე ახლობელს.  ქალბატონი მზია ამბობს, რომ მოქალაქეები საპირფარეშოთი მომსახურებისთვის-ხან 10 თეთრს დადებენ, ხან 20 თეთრს. ტურისტები  ტოვებენ თურმე 50 თეთრს და ხურდას არ იღებენ.

ქალბატონმა მზიამ  საუბარში გვითხრა: ” ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები, მათ წყლის ბაკი მოიტანეს, საწყობშია. ყველაფერი უნდა გამოცვალონ, ჩასარეცხები უნდა გააკეთონ… ”

ჩვენმა მასპინძელმა, ჩვენი, მოქალაქეების ნაცნობ ხასიათზე და ჩვევა-ქმედებაზეც მიანიშნა: “…საკეტები, გამწოვი გავაკეთეთ, მაგრამ მოქალაქეები  ყველაფერს მალევე ჩამოგლეჯენ. ტუალეტის ქაღალდის ჩამოსაკიდიც ჩამოგლიჯეს”. ისევ ჩვენი უდიერობა და უკულტურობა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, თუ გვინდა, რომ კულტურულ ქალაქში ვიცხოვროთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით.

ჩვენ, გვიან ღამითაც ვესტუმრეთ საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორიას. 11-საათის წუთებზე, სამუშაო დრო დამთავრებული იყო და საპირფარეშოც დაკეტილი დაგვხვდა, არადა, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო. რამდენიმე მოქალაქემ საპირფარეშოს დაკეტილი კარი შეთვალიერა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ეტყობა, ზაფხულის საღამოებში, საპირფარეშოს მუშაობის გრაფიკი უნდა გადაიხედოს და  ღამის 12 საათამდე მაინც იყოს გახსნილი,-ქალაქში დაბრუნებული ახალგაზრდები და სტუმრები, ამ დრომდე რჩებიან დადიანების სკვერში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!