“ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა”–საზაფხულო სკოლა ბიბლიოთეკაში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიხსნა საზაფხულო სკოლა “ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა”. პროექტი საბავშვო განყოფილების მიერაა ორგანიზებული და ჩართულია 45 ბავშვი, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით. საზაფხულო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 15 ივლისს და გაგრძელდება 26 ივლისამდე.

პროექტის კოორდინატორის მადლენა დამენიას განმარტებით, პროექტის მიზანია, ბავშვების წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლება, მეტი მკითხველის მოზიდვა და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პოპულარიზაცია. მისი ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.

“საზაფხულო სკოლაში გვყავს მოწვეული, მოხალისე პედაგოგები, ასევე გვყავს საბავშვო ფსიქოლოგი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესებს აცნობს ბავშვებს. გვექნება გასვლითი ღონისძიებები მუზეუმში, ტექნოპარკში. დასუფთავების სამსახურთან ერთად, ერთჯერადად ქალაქის გარკვეულ ნაწილს დავასუფთავებთ. სპორტულ კომპლექსში მხიარული სტარტები გვექნება. პროექტის ფარგლებში, ვეწვევით, იონა მეუნარგიას სახელობის მუზეუმს, რობერტ აბსანძის სახელოვნებო სტუდიას”.-გვითხრა დამენიამ.

შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 26 ივლისს, სადაც პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემენ.
სააფხულო სკოლა ბიბლიოთეკაში მეორე წელია ფუნქციონირებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!