გაიმართა განაშენენიანების რეგულირების საჯარო კონსულტაცია


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო კონსულტაცია გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, საჯარო კონსულტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქ. ზუგდიდში 97,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას მოიცავს. სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 40-ე მუხლის თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებს საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც მოიცავს სივრცითი წესრიგის შემუშავების მოთხოვნებს.

კონსულტაციის მთავარი მიზანია, კვლავ მოხდეს მოსახლეობის და ყველა დაინტერესებული პირის შეკრება რათა შესაძლებელი გახდეს გეგმით შეთავაზებული ახალი გადაწყვეტილებების განხილვა.

შეხვედრაზე შემოთავაზებული იდეების და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის დაზუსტებული ვერსია კი შემდგომი განხილვისა და მიღებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს გადაეცემა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, პოლონელი ექსპერტები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა პოლონელ ექსპერტებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება საბოლოო კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!