- ზუგდიდის ბულვარში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია “ვერ დაგვაბრმავებთ” გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავი სტრუქტურების ძალის გადამეტება.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “ეს ყველას ბრძოლაა”, “ყველას ვერ დაგვაბრმავებთ, მტერი გიჩანთ”, “ბოდიში თვალს ვერ ჩაანაცვლებს”, “ნამეტანი ხომ არ მოგივიდათ?”, “არა მცოცავ ოკუპაციას”.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.