- ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პროკურატურის შენობებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკინგის ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ინფორმაცია გააკეტა საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.
“ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ყველა საპარკინგე ადგილზე უნდა იყოს ამ ადამინებისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილი. ასევე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ამ ადგილს იკავებენ შეუსაბამო ავტომობილების მფლობელები. ამ ადამიანებს მათთვის კანონით გამოყოფილ ადგილზე ყოველთვის უნდა ჰქონდეს საშუალება დააყენონ ავტომანქანა.”