დაფუძნდა მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი


  • ზუგდიდში, ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის  მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი “კოლხი და” დაფუძნდა. შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს, ზუგდიდის საკრებულომ მიიღო.

“ძალიან საინტერესო ფესტივალი ფუძნდება ზუგდიდში. ფესტივალი წელს, 16 ივლისს ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. ფესტივალზე მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი შემსრულებლები”.-აღნიშნა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკატერინე კიფაიამ.

ფესტივალის ორგანიზატორია ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი”.ფესტივალის ჩატარებისთვის ზუგდიდის მერია 40 ათას ლარს გამოყოფს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!