საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 19 მაისის არჩევნებისთვის


  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 19 მაისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

“ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, დილის 07:00 საათიდან იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით”.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ; 12:30 სთ; 17:30 სთ; 20:30 სთ;

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × two =

Akismet ანტისპამი