სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული ოთხი ახალი ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენ 11 ავტობუსს კი ორი კვირის ვადაში ჩამოიყვანენ.
ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.
ახალი ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება.