ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, ქართული კულტურის ცენტრის მიწვევით ზუგდიდის თეატრი ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება.
“ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 4 და 5 მაისს ნიდერლანდების სამეფოში პირველად, ქართული თეატრის დღეები ჩატარდება. ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კუნძულ ტექსელთან მდებარე ქალაქ დენ ჰელდერში და ამსტერდამში ქართულ სპექტაკლებს წარმოადგენენ როგორც ჩვენი თანამემულე ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
5 მაისს, 15.00 საათზე, ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “დაბრუნება”, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი გეგა ქურციკიძე გახლავთ. სპექტაკლის მხატვარია მარიკა კორკელია. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრო შამუგია, ნინო აბესაძე, მერაბ კაკალია, სესე მიქავა, რეზო ჯოჯუა, ირაკლი სამუშია, კოკა ხუბუტია, საბა ქუჩულორია”.-ნათქვამია თეატრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.