საკურას ყვავილობის დღესასწაული 27 მარტს, 1992 წლიდან მოყოლებული, “იაპონური საკურის საზოგადოების” მიერ, საკურას ყვავილობის დღესასწაული აღინიშნება. საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ. მცენარე დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა, რომელიც იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის სეზონი, სადაც მარტიდან დაწყებული, დამთავრებული აპრილის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყვავილობას იწყებს ალუბლის ხეები, ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდე არის აყვანილი. საკურას ყვავილობა დაახლოებით 7 დღემდე გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მის ძირში ატარებენ მთელ დღეს, სვამენ საკეს და ტკბებიან ულამაზესი და სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით. საკურას სილამაზით მოხიბლულმა ამერიკელებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც წაიღეს და დღეისთვის უკვე ხარობს. თუმცა, მისი ყვავილობის პერიოდი სამშობლოდან მოშორებით, ძალიან ხანმოკლეა.