ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციის განვითარების ფონდის და მერიის მხარდაჭერით, გაიხსნა ანიმაციური ფილმების ფესტივალი “ექო თოფუზი. დღეს, ღონისძიების პირველ დღეს, გაიმართა ვორქშოპი “ანიმაცია–ურთიერთობის მხატვრული ფორმა”. სამუშაოს შესარულებლად შეირჩა 15 მოზარდისგან შემდგარი ჯგუფი, ვისაც უყვარს ხატვა, კომპიუტერები და აინტერსებთ, თუ როგორ კეთდება ანიმაციური ფილმი. მოსწავლეებმა გაიარეს ფილმწარმოების ყველა ეტაპი, გაეცნენ ანიმაციის ტექნოლოგიებს და იმ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლის საშუალებითაც ხდება ფილმზე მუშაობა. შეიქმნა ერთწუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც ბავშვები თავად წარადგენენ მაყურებლის წინაშე, ფესტივალის მეორე დღეს გამართულ კინოჩვენებაზე.
ფილმი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ანიმაციური ფილმების მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზი”, საკონკურსო პროგრამაში “ექო-თოფფუზი” რომელიც გაიმართება 21-26 ოქტომბერს, ბათუმში.