დედაენის დღე ზუგდიდში


დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მოზარდებმა დედაენაზე ლექსები წაიკითხეს. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სიმბოლურად, “სკვერის ბიბლიოთეკა” გაიხსნა. “სკვერის ბიბლიოთეკები” მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ანაკლიის განვითარების კოსორციუმის დაფინანსებით ხორციელდება. “სკვერის ბიბლიოთეკით” ე.წ. წიგნის ბუდით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სარგებლობა. კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა.

1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!