სასამართლომ მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლა


ზუგდიდის რაიონულმა სასამრთლომ, 11 აპრილს დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლის, მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს რისი განხილვაც ვერ მოესწრო. სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება. ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის დაჯარიმებას ითხოვდა.

დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა, განიხილეს საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო და სხვა მასალები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine − one =

Akismet ანტისპამი