განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, კონკურსი გამოაცხადა ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი თეა გაბელაია, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი და გახდა სკოლის ექსპერტი.
“კონკურსზე, 231 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, აქედან, 50 კანდიდატი უნდა აეყვანათ. მე გავიარე ორი ეტაპი. ორივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და გავხდი სკოლის ექსპერტი საქართველოს მასშტაბით. ყოველთვის, როცა კონკურსებზე გადის ადამიანი, ორიენტირებულია წარმატებისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის მაღალი კონკურსის გამო, მოულოდნელი სიხარული იყო. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. დირექტორობის პარალელურად, ვიქნები არა მარტო ზუგდიდის სკოლების ექსპერტი.სამინისტრომ შეიძლება მიმავლინოს ნებისმიერ რეგიონში სკოლის ავტორიზაციის შესამოწმებლად და შესაფასებლად. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ცოდნა და გამოცდილება დააფასეს.”