ეკატერინეს სახელის მინიჭების შესახებ


ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოს მიმართა ინიციატივით, რომ დედოფალ ეკატერინეს სახელი ეწოდოს ქალაქის რომელიმე ქუჩას, სკვერს, ან მოედანს.

“დედოფალ ეკატერინეს უდიდესი როლი მიუძღვის ზუგდიდის, როგორც ევროპული ტიპის ქალაქის განვითარებაში, როგორც არქიტექტურული ისე კულტურული თვალსაზრისით. დიდია მისი როლი როგორც ქალი ლიდერისა, რომელსაც უმძიმეს პერიოდში მოუწია სამთავრობოს მართვა.

გთხოვთ, შესაბამის კომისიებში, განიხილოთ, წარმოდგენილი ინიციატივა დედოფალ ეკატერინეს სახელობის ქუჩის, სკვერის, ან მოედნის შესახებ, დედოფალ ეკატერინეს სკულპტურის შექმნის შესახებ; ეს უკანასკნელი აქციოთ ფართო მსჯელობის საგნად. ასევე, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესში, სკულპტურის კონცეფციის განსაზღვრისას, ჩაერთონ სპეციალისტები. ჩემი ღრმა რწმენით, აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს, ტურიზმის, კულტურის და გენდერული შესაძლებლობების განვითარებას მუნიციპალიტეტეში”.-ნათქვამია წითლიძის განცახდებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!