ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი დიმიტრი ფაცაცია ჰყავს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.
ააიპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ფაცაცია მუშაობდა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში.