ზუგდიდის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი მიიღო. წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ”. მანამდე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და საკრებულოს წევრებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას ადგილი.

ფრაქცია “ენმ” თავმჯდომარემ ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავას ღორის და თაგვის სათამაშოები აჩუქა. მისი განმარტებით, სათამაშოები გამოხატავს ღორულ და ვირთხულ დამოკიდებულებას ბიუჯეტთან დაკაშირებით.

ფრაქცია “ევროპული საქართელოს” თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, ბიუჯეტი არ არის მოსახლეობაზე ორიენტირებული. შელიას განმარტებით, ბიუჯეტი არის “ქართული ოცნების” აქტივისტების სახელფასო ფონდი.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლარი დაიხარჯება მიზანმიმართულად.

ბიუჯეტის განხილვაზე იმყოფებოდა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია. მისი  თქმით, ეს არ არის “განვითარების ბიუჯეტი”, ჯგუშია ამბობს, რომ ეს არის “ნეპოტიზმის ბიუჯეტი”.

ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.

ბიუჯეტის მოცულობა 34 მილიონ 500 ათასი ლარია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!