ყოფილი გუბერნატორი “ენმ”–ს წევრების წინააღმდეგ


დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას სარჩელზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძესა და “ენმ” წევრის, მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სხდომაზე, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 21 დეკემბერს 17 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლის თქმით, საქმე, მასალებიდან გამომდინარე, დამატებით დროს მოითხოვს. მანამდე, სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა ადვოკატებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ცილისწამებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ანა წითლიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება, სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძესა და მურთაზ ზოდელავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მას ადანაშაულებენ კორუფციულ გარიგებებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!