ტრენინგი ზუგდიდში “სოციალური მედია კამპანიები”


6 დეკემბერს, 15:30 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა UG/ School of Social Sciences UG ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონულ ოფისში გამართავს ტრენინგს თემაზე: “სოციალური მედია კამპანიები.“ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

სოციალური მედიის არსი, სოციალური მედიის სწორად გამოყენება, კონტენტის შექმნის პრინციპები და სოციალური მედია კამპანიის მაგალითები.

სპიკერი: სტრატეგიული კომუნიკაციების (PR) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი – ლელი ბიბილაშვილი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!