სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. “ძლიერმა ქარმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონებში დაწყებულია ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ასევე, ელექტროენერგიის მიმართულებით დამატებით ჯგუფებია მობილიზებული და ის დღის ბოლომდე ნაწილობრივ აღდგება” -აღნიშნა მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ. ამ ეტაპზე, ოქტომბერში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ქარმა სახურავი დააზიანა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ დილიდან აღდგენითი სამუშაოები ყველა პრობლემურ დასახლებაში დაიწყება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!