“ბავშვობა ძალადობის გარეშე”


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარი”, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ფარგლებში გამართა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია: “ბავშვობა ძალადობის გარეშე”.

კამპანიის ფარგლებში, 2 დეკემბერს, მოსწავლეები და მათი მშობლები, გასართობ-შემეცნებით თამაშებში ჩაერთვნენ. ამ გზით, ისინი შეუერთდნენ ძალადობისგან დაცვის 16 დღიან კამპანიას. კამპანიის “ბავშვობა ძალადობის გარეშე” მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალურობის წარმოჩენა და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისკენ საზოგადოებისთვის მოწოდება, უფროსების და ბავშვების ერთობლივი მონაწილეობის წახალისების გზით. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის ხემძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიართან”, “თეფ ფორვარდთან” და international child Catholic Bureau (BICE) – სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child HelpLine International.

პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ფარგლებში მუშაობს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი – თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, რომლებიც ემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათ ოჯახის წევრებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, ფუნქციონირებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

ღონისძიებების ორგანიზატორია: რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!